გუდაური-კობის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე გზის სრულად გაწმენდა ზვავის ხელოვნურად ჩამოშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი
20 მარტი 2020
ბოლო დღეებში საქართველოში მოსული უხვი ნალექით გამოწვეული ზვავსაშოიშროების გამო რამდენიმე დღით შეფერხდა მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო მიმოსვლის შეფერხებამ გამოიწვია რამდენიმე ათეული მსუბუქი და სატვირთო მანქანის და შესაბამისად, ქვეყანაში საჭირო სასურსათო მარაგების ლარსისი გამშვებ პუნქტთან გაჩერება.
19 მარტს დილიდან შესაძლებელი გახდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მხოლოდ 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ93-კმ99) გაწმენდა, ხოლო მეორე მონაკვეთზე (კმ99-კმ106) ზვავსაშიშროების რეჟიმი შენარჩუნდა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა ერთობლივი შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე საავტომბილო მოძრაობის რაც შეიძლება მოკლე დროში აღგენის მიზნით, გადაწყდა საჰაერო აფეტქებების საშუალებით ზვავის ხელოვნური გამოწვევა და მხოლოდ ამის შემდეგ გზის გაწმენდა.
დღეს, 20 მარტს, გარემოს ეროვნულის სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით, კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენის“ და საქართველოს შინმაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტებმა კობის ხეობაში ვერტმფრენიდან საჰაერო აფეთქებების საშუალებით გამოიწვიეს ფერდობებზე თოვლის სახით დაგროვილი ნალექის ჩამოშვლა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკით დაიწყო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მოძრაობის აღდგენა და ლარსის გამშვებ პუნქტთან მობილიზებული ტვირთების საქართველოში შემოსვლა.
საჰაერო აფეთქებების საშუალებით ხელოვნული ზვავის გამოწვევის ტექნიკა საქართველოში პირველად გამოიყენეს, რომელიც კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენსმა“ (Mountain Resorts Solutions) უსასყიდლოდ შეასრულა.